რუსულენოვანი სოციალური მედიის კონტენტ-კრეატორი / TikTok Live Presenter
13-10-2026 - 30-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • TikTok-ისა და სხვა სოციალური პლატფორმებისთვის ფინანსურ თემატიკაზე მოკლე ვიდეოკონტენტის შექმნა;

  • პირდაპირი ეთერების (Live) ჩატარება წინასწარ მომზადებული სცენარების მიხედვით;

  • სოციალური მედიის პლატფორმებზე კონტენტის გამოქვეყნება;

  • აუდიტორიასთან აქტიური კომუნიკაცია და გამომწერების ჩართულობის გაზრდა;

  • სოციალური მედიის ანგარიშების განვითარებასა და პოპულარიზაციაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • რუსული  და ინგლისური ენის მაღალ, პროფესიულ დონეზე ცოდნა (სავალდებულო);

  • კამერის წინ თავისუფლად და თავდაჯერებულად საუბრის უნარი;

  • გამართული მეტყველება და აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • კომუნიკაბელურობა, პოზიტიური დამოკიდებულება და შემოქმედებითი მიდგომა;

  • სოციალური მედიისა და ფინანსური თემატიკის მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;

  • სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — კომპანია უზრუნველყოფს სრულ პროფესიულ მომზადებას.

სამუშაო პირობები და შეთავაზება

  • ანაზღაურება: 2,000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი;

  • სამუშაო გრაფიკი: დღეში 7 საათი, მოქნილი განრიგით;

  • სრულყოფილი პროფესიული ტრენინგი და სამუშაო პროცესში მუდმივი მხარდაჭერა;

  • TikTok ანგარიშის მართვისა და განვითარების პროცესში კომპანიის მხარდაჭერა;

  • მეგობრული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!