ჩინურენოვანი ადმინისტრაციული სპეციალისტი
31-08-2026 - 01-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

 "ნექსუსვეივი" აცხადებს ვაკანსიას ჩინურენოვანი ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური და გამართული მუშაობის ხელშეწყობა;
  • ჩინურენოვან თანამშრომლებთან, პარტნიორებსა და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეპირი და წერილობითი თარგმნა;
  • საოფისე დოკუმენტაციისა და საქმიანი მიმოწერის მოწესრიგება;
  • ოფისის ტექნიკური საკითხების მოგვარების კოორდინაცია;
  • თანამშრომლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;
  • საოფისე შესყიდვების განხორციელება და შესაბამისი ხარჯების აღრიცხვა;
  • თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვაში დახმარება;
  • საოფისე მარაგებისა და საჭირო ინვენტარის კონტროლი;
  • მომწოდებლებთან, კურიერებთან და მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • ოფისში წესრიგისა და ორგანიზებული სამუშაო გარემოს შენარჩუნება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ჩინური ენის თავისუფლად ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარები;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!